''სარფსა'' და ''კარწახში'' 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

08 თებერვალი 2019, 00:00 1831 ნახვა

6-სა და 7 თებერვალს, სარფისა და კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს აღმოაჩინეს. ოქროს სამკაულები საქართველოსა და სომხეთის ხუთ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომლებიც დააჯარიმეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი)  გამოავლინეს" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ. 

საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი