პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ - მიხეილ ბატიაშვილი

07 თებერვალი 2019, 00:00 2043 ნახვა

გაძლიერდება სკოლამდელი განათლება, მოიმატებს პედაგოგების ანაზღაურება, შემცირდება კორუფცია სკოლებში, გაიზრდება შემოქმედებითობა,  თანამშრომლობა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა- განათლების სისტემაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტში განათლების მინისტრს, თავად მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით მოუსმინეს.

უწყების ხელმძღვანელმა დღეს  სკოლის მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე ისაუბრა. განმარტა, რომ   სასკოლო განათლების სისტემა  მხოლოდ საგამოცდო პროცესებზეა ორიენტირებული და ადგილი აქვს ჩრდილოვან განათლებას.  

მიხეილ ბატიაშვილმა დღეს მისი მოსაზრებების გასამყარებლად „ენდიაის“ კვლევაც მოიშველია, სადაც საუბარია რომ ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის ხარისხის გაუარესებაზე.

ოპოზიცია ამბობს, რომ  გადაწყვეტილება მინისტრმა ნაუცბათევად მიიღო. უმცირესობას კითხვები აქვს ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ცვლილებებზეც. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი