დაიშლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა?

07 თებერვალი 2019, 00:00 1589 ნახვა

სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა „ქართულ ოცნებას“ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები. პარტიიდან წასვლა არც დღეს დაუდასტურებიათ კანონმდებლებს.  

როგორც დეპუტატები განმარტავენ, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაახმოვანებენ. ასევე საუბარია იმაზეც, რომ პარტია შესაძლოა უმრავლესობის სხვა წევრებმაც დატოვონ.

გადაწყვეტილების მისაღებად, დეპუტატები ელოდებიან უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით მოვლენები როგორ განვითარდება.  

შეგახსენებთ, ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში