ბათუმის ნავსადგურში ტვირთების გადაზიდვა და საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება

07 თებერვალი 2019, 00:00 2111 ნახვა

ბათუმში, საზღვაო ნავსადგურში, მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დატვირთული კონტეინერებისთვის, საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის, ასევე პარკირებისთვის ტერიტორიები შესაბამისად მოეწყო.

მოწესრიგდა სარკინიგზო ჩიხიც. ''ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ გახსნას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში