ხულოში, სოფელ ზემო ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანა. მერია საბავშვო დაწესებულებისთვის ავეჯის შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტეს ბაღი ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა.
ამავე პერიოდში გაიხსნება სოფლების ბოძაურისა და ბეღლეთის საბავშვო ბაღებიც. მუნიციპალიტეტში ამჟამად 20 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს.