სოფელ ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს

05 თებერვალი 2019, 00:00 1548 ნახვა

სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ. გავრცელებული ცნობით დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში გადასცეს.

სასულიერო პირი დავით დურგლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ. შიდა ქართლში დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი გუშინ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გუშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში