მონიტორინგი საბავშვო ბაღებში

05 თებერვალი 2019, 00:00 6425 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის საბავშვო ბაღებში კვების, ჰიგიენისა და სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობს. პროცესს თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. პირველ რიგში საკვები პროდუქტის ვარგისიანობა მოწმდება,  ასევე შენობებში სანიტარულ და ჰიგიენურ მდგომარეობას  შეისწავლიან.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციას გაფრთხილება და რეკომენდაცია  მიეცემათ. დღეს 3 საბავშვო ბაღი შემოწმდა. მონიტორინგი ეტაპობრივად ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას ჩაუტარდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში