შეზღუდვა გაზმომარაგებაში. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, დღეს 13:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთში გელაურის დასახლებას, ხუცუბანს, ქვედა სამებასა და ნაკაიძეების აბონენტებს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 .