თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ. ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.