პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

04 თებერვალი 2019, 00:00 11736 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს განათლების მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. 

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს. საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები, ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან. პროფესიული განათლების დიპლომით კი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმა მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში