საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტზე მსჯელობენ.
პროექტის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება , რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება. კანონმდებლების განცხადებით, აუცილებელია კანონპროექტის მიღებამდე საკითხზე დაინტერესებულ პირებთან, საზოგადოების ფართო ჩართულობით იმსჯელონ.
ღონისძიების მთავარი სპიკერები საუბრობენ ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელობაზე ნაციონალურ კონტექსტში; ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელოვან ასპექტებზე; კოდექსის პროექტის სტრუქტურის დასაბუთებასა და კანონის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე.
ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.