ბათუმის მერმა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლა. ლაშა კომახიძე მოსახლეობას ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერიის რესურსცენტრში შეხვდა. ძველი ბათუმის მცხოვრებლებლებთან შეხვედრისას წყლისა და კანალიზაციის ასევე ეზოების კეთილმოწყობის პრობლემები გამოიკვეთა.
მისივე განმარტებით მოსახლეობის მოთხოვნებს მიმდინარე წელს გაითვალისწინებენ, ასევე გათვალისწინებული იქნება ქალაქის მერის გასული წლის შეხვედრებისას გამოკვეთილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება სახურავებს, სახლების გადახურვა კვლავ 3%-იანი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოხდება.