ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

03 თებერვალი 2019, 00:00 1705 ნახვა

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში  კონფერენცია გაიმართა. ფორუმში მონაწილე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა , თემაზე „კლიმატის ცვლილება და ჭარბტენიანი ტერიტორიები”,  მოხსენებები წარმოადგინეს.

პირველად  თარიღი  1997 წელს აღინიშნა,    ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას  კი 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. რამსარის კონვენციას საქართველო 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი