ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით სადავო არ არის, რომ უკანონო ჩაწერა სააკაშვილის პერიოდში განხორციელდა, მაგრამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ მორალური ტერორის დირიჟორი. მისი თქმით, გამოძიება ჰუმანური უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც ნაკლებია, თუმცა პრინციპული საკითხია, დადგინდეს, რა იყო დანაშაულის მოტივი.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მას ეყოფა ნებისყოფა, დააკვირდეს პროცესს და შეაფასოს, სწორად მიდის თუ არა გამოძიება. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამ ყველაფრის სათავეზე საუბარი საზოგადოების შეურაცხყოფაა.მისი შეფასებით თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და ვინ მართავდა თავის დროზე ცდებიან.