„ქართული ოცნების“ ოფისიდან მძარცველებმა სეიფი მოიპარეს, სადაც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. ინფორმაცია „მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია მოპარული თანხაც. ქურდობის ბრალდებით 1973 და 1976 წელს დაბადებული პირები 11 დეკემბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა 2018 წლის-8 დეკემბერს, თბილისში ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.