აჭარის პროფკავშირებში ახალგაზრდული ერთწლიანი სკოლა გაიხსნა. მსმენელები სოციალურ და დემოკრატიულ კანონმდებლობას შეისწავლიან.
სასწავლო კურსს ავსტრიის მთავრობა და გერმანიის ფრიდრიხ ევერტის ფონდი საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად აფინანსებს. სკოლაში ძირითადად დასაქმებულ ახალგაზრდებს მიიღებენ, რომლებიც შაბათ-კვირას ისწავლიან.