აჭარის უმაღლესი საბჭო პოლონეთიდან ქვემო სილეზიის დელეგაციას მასპინძლობს. შეხვედრაზე უმაღლეს საბჭოსა და სეიმს შორის არსებული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2017 წლის 11 მაისს ხელი მოაწერეს, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, კულტურულ საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმრები შეხვდებიან აჭარის მთავრობის წევრებს და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.