დავა ე.წ. ლუჟკოვის სახლის გამო

01 თებერვალი 2019, 00:00 2285 ნახვა

დღეს მამუკა ბახტაძეს ვკითხეთ შპს „ბათუმი სიტიზე,“ რომელიც იმ დროსაა დაფუძნებული, როცა ბახტაძე საერთაშორისო კორპორაციას ხელმძღვანელობდა - პრემიერმა თქვა რომ იგი კორპორაციის დირექტორი იყი, თუმცა სხვა კავშირი მას ამ შპს-სთან არ აქვს. სწორედ „ბათუმი სიტს“ ეკუთვნის ე.წ. ლუჟკოვის სახელით ცნობილი სახლი ბათუმში, რომლის დანგრევის და ახლის აშენების უფლება „ალიანს სიტიმ“ მოიპოვა. ამის პარალელურად კი ირკვევა რომ გიორგი კირთავარი აგრძელებს დავას ბინებზე.

კირთავარი გვიყვება რომ 1500 კვადრატული მეტრი ფართი ამ სახლში 2004 წლამდე შეისყიდა იმ კომპანიისგან რომელმაც სახლი ააშენა, ამის მიუხედავად კი მერიამ 2006 წელს მიწა გაყიდა.

კირთავარი სტრასბურგის სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას. ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ 2013 წელს  დაზარალებულადაც კი ცნო, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ეტაპზეა ახლა გამოძიება.

გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს კირთავარის ადვოკატი - პაატა შავაძე კონკრეტული პირების დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას. თეონა ხარაბაძე მოგვიყვება ამ დავის შესახებ, ასევე ზონის სტატუსის ცვლილებაზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს ბოლო 6 წელიწადში უკვე მეორედ შეუცვალეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი