რეორგანიზაცია სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

01 თებერვალი 2019, 00:00 1667 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნა და 6 კვირიანი ვადა ინგა შამილიშილს ახალი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. თორნიკე რიჟვაძემ დღეს  აჭარის განათლების მინისტრს მუშაობის  ტემპი დაუწუნა.  

რეგიონის მმართველი ამბობს, რომ უწყებაში სიახლეების ნაკლებობაა, მეტი კომუნიკაციაა საჭირო ცენტრალურ უწყებასთან და ახალგაზრდებთან.

ინგა შამილიშვილი მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს მისი საქმიანობის კრიტიკად არ იღებს, თუმცა ამბობს, რომ სამინისტროში ბევრი სიახლეა დასაგეგმი. მთავრობის თავმჯდომარემ დღესვე სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტების გაყოფა დაანონსა.

აღნიშნა, ისიც, რომ ახალგაზრდული დეპარტამენტი ახალგაზრდებით დაკომპლექტდება. გათავისუფლდებიან თუ არა თანამშრომლები თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უწყებებში ახალი სისხლია საჭირო.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი