პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულებთან ადვოკატები შედიან

01 თებერვალი 2019, 00:00 1770 ნახვა

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ნაწილს ბრალი დღეს უკვე წაუყენეს. ამ დროისთვის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში  დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსანახულებლად არიან შესულები ბრალდებულთა ადვოკატები.

გამოძიება  მათ ვიდეო-ჩანაწერის შენახვასა და მასობრივ გავრცელებას ედავება. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.  

უწყება მოუწოდებს  საზოგადოებას, რომ  არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეო-ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი