ქართული კომპანიის საკონტროლო პაკეტი 101 მილიონ ფუნტად გაიყიდა

01 თებერვალი 2019, 00:00 2466 ნახვა

ქართული კომპანიამ საკონტროლო პაკეტი 101 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა. independent.ie-ის ინფორმაციით, "adjarabet"-ის 51%-იანი წილის მფლობელი ირლანდიური კომპანია Paddy Power Betfair-ი გახდა. 

ქართული აზარტული თამაშების კომპანიამ წილის გაყიდვით 351 მილიონამდე ლარი გამოიმუშავა. "​ აჭარაბეთი სწრაფად მზარდი, ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, აზარტული თამაშების ონლაინ-ბაზრის საერთო შემოსავლის დაახლოებით 40%-იანი წილით," - წერს გამოცემა. 

independent.ie-ს ინფორმაციით ​ წელს კომპანიამ 215 მილიონი ლარი გამოიმუშავა, საიდანაც სუფთა მოგებამ 68 მილიონი შეადგინა.

ირლანდიური კომპანიის გენერალური დირექტორის პიტერ ჯექსონის თქმით, "აჭარაბეთის" წილების შესყიდვა კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, მათთვის მიმზიდველ ონლაინ-ბაზარზე მყარი პოზიციების დამკვიდრებისთვის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი