ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 იანვარი 2019, 00:00 1502 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთშიც.  მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და  აგრარულ საკითხთა  კომისიის შემადგენლობაში ცვლილებაა. მასში განათლების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის საკითხთა კომისიიდან სულხან გორჯელაძე და გენადი თამაზაშვილი გადავიდნენ. მათ თხოვნით საკრებულოს მიმართეს. სხდომაზე კიდევ 37 საკითხი განიხილეს, რომელიც ძირითადად კომპანია სილქნეტისთვის საჰაერო კაბელის მონტაჟისთვის  საზოგადოებრივი სივრცის დათმობას ეხებოდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი