1 მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება. ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული.
ბიზნესოპერატორებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციას უწყების სააგენტოს წარმომადგენლები აცნობენ. მათი თქმით, ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით.