მიზანი არ იყო, საქართველოს საპატრიარქოზე პოზიციის თავსმოხვევა ან ზეწოლა - მეუფე ემანუელი

30 იანვარი 2019, 00:00 1726 ნახვა

მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მეუფე ემანუელი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი საქართველოს ეკლესიისთვის კონკრეტული წინადადების შეთავაზება ან ზეწოლა არ ყოფილა. 

ისინი ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის და პატრიარქისთვის ტომოსის დეტალები გაეცნოთ და ესაუბრათ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მართმადიდებლური ეკლესიების ერთიანობას ეხებოდა. 

მეუფის განცხადებით,  ილია მეორეს აქვს სიბრძნე, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიასთან პრობლემები არ აქვთ. 

''არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ ურთიერთობის პრობლემა არსებობს საქართველოს ეკლესიასთან. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რაც დღეს  მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე დგას. რა თქმა უნდა შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ტომოსის საკითხსაც. გვქონდა მსჯელობაა. ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება, გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება, ინფორაციის მიწოდება რა წერია ტომოსში. ჩვენ მიზანი არ იყო, რომელიმე აზრის შეთავაზება, თავსმოხვევა და ზეწოლა'' - ამბობს მეუფე ემანუელი. 

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, ილია მეორეს და სინოდის რამდენიმე წევრს შეხვდნენ.

საქართველოში გვიან საღამოს ჩამოვიდა მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს და სწორედ ის იყო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია ამ დრომდე ღიად არ დაუფიქსირებია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი