ხვალ თურქეთში გადასვლა 8 საათით შეიზღუდება

30 იანვარი 2019, 00:00 3034 ნახვა

ხვალ სარფის საბაჟოზე გადაადგილება შეზღუდული იქნება. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, რვა საათის განმავლობაში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებენ. შეზღუდვა მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება.

მანქანებისა და მოქალაქეების გატარება 11-დან 19 საათამდე შეჩერებული იქნება. საკონსულოს ინფორმაციით, საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი