პრობლემური ვალების განულების პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოკვეთილი ფაქტი - მოქალაქე ზვიად ბოლქვაძე ირწმუნება, რომ „ბანკმა ქართუმ“ 2017 წელს „ლიბერთი ბანკში“ ერთხელ უკვე გადახდილი ვალი დაუფარა.
ამ ფაქტმა მას კითხვები გაუჩინა და დახმარებისთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. ასოციაციამ კი თავის მხრივ ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან გამოითხოვა. იურისტი ამბობს, რომ დოკუმენტებით დასტურდება 2 წლის წინ ვალის დაფარვა. შესაბამისად შესაძლოა საქმე გვქონდეს დარღვევასთან. საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო ეროვნულმა ბანკმა. „ლიბერთი ბანკში“ კი კომენტარს არ აკეთებენ.