მე-12 კლასელების საინიციატივო ჯგუფს აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ სკოლის მოსწავლეები ცოტა შეცდომაში იყვნენ შესულები და სჭირდებოდათ საკითხის ახსნა.
"ჩვენთვის მთავარია რომ შედგა მოსწავლეებთან კომუნიკაცია და ავხსენით ყველა ის საკითხი, რომელიც მათ აინტერესებდათ. მათ აქვთ პრეტენზია გამოცდების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ეს ახალი მიდგომები ამოქმედდება 2020 წლიდან, ამიტომ ეს მე-11 კლასის გამოცდების მოხსნა სწორედ ამან განაპირობა. ისინი უკვე ახალი სისტემით მოახერხებენ სკოლის დასრულებას, ატესტატის აღებას და ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. ამიტომაც, ცოტა შეცდომაში... ბავშვები სჭირდებოდათ ახსნილი ყოფილიყო ეს საკითხები. ვთვლი, რომ საკითხები განიხილა და აიხსნა. დამეთანხმებით, რომ არცერთი ცვლილება არ მიმდინარეობს მშვიდ ფონზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები, მთავარია სტაბილურად შენარჩუნდეს სასწავლო პროცესი,მეთორმეტე კლასის დასასრულამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესი, ყველა სკოლას სწორი კომუნიკაცია ქონდეს თითოეულ მოსწავლესთან, რაც შეეხება დღევანდელ წამოწეულ საკითხებს, მე აუცილებლად გავიტან და დავაყენებ ამ თემებს ცენტრალურ განათლების სამინისტროში" - განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.
მინისტრის პათოსს არ იზიარებენ მოსწავლეები, ისინი აქციების გაგრძელებას აანონსებენ და აცხადებენ.
ავტორი - (სტაჟიორი) ლოლა ტომასიანი