ქობულეთში ბოლო ათ დღეში პოლიცია ქურდობის ოთხ ფაქტს იძიებს

29 იანვარი 2019, 00:00 1788 ნახვა

 ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 10 დღის განმავლობაში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მეპატრონეების თქმით, ერთ-ერთი მაღაზიიდან წაღებულია სიგარეტი ,  ზარალი კი დაახლოებით  7 ათას ლარამდეა.   მეორე მაღაზიიდან  კი  სურსათია წაღებული. არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა  2 პირი დააფიქსირეს, თუმცა მათი ამოცნობა  ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

გუშინ გამთენიისას კი, სოფელ აჭყვისთავში მუნიციპალური ავტობუსიდან ორი აკუმულატორი მოიპარეს, რის გამოც, გუშინ სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურებოდა.  ოთხივე ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება  ქურდობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე დამნაშავე დაკავებული არ არის. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში