ზუკა ნემსაძე მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე:
"გუშინ განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მე-11 კლასელებისთვის ე.წ. კატის გამოცდა უქმდებოდა. ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რატომ არ ექნებათ სხვა მოსწავლეებს გამოცდები და ჩვენ გვექნება. სამინისტროს განცხადებას ვაპროტესტებთ, სადაც თქვეს, რომ ჩვენს მიერ მე-11 კლასში ჩაბარებული გამოცდები არასრულყოფილი ყოფილა. ე.ი. ჩვენ გამოვდივართ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ყველაფერი გვაკადრონ... ჩაგვაბარებინონ არასრულფასოვანი გამოცდები, თანაც ორჯერ, შარშან და წელს. დილიდან ვიხვეწებით შეხვედრას, ქალბატონი ინგა (აჭარის განათლების მინისტრი) მოვიდა და შეგვხვდა, თუმცა ჩვენ გვინდოდა ყველა ბავშვს შეხვედროდა და არა მარტო საინიციატივო ჯგუფს. მნიშვნელოვანია ყველას აზრი მოესმინა. ვფიქრობ და ვამბობ, რომ გახლეჩა მოხდა ორი თაობის (მე-11 დ ამე-12 კლასელებზეა საუბარი), რომელიც ამბობენ ჩვენ შურიანები და ბოღმიანები ვართ. აქ სხვა გულისტკივილია ... მე-12 კლასელები გავბრაზდით იმიტომ, რომ გვითხრეს არასრულფასოვანი გამოცდები ჩააბარეთ და აბარებთო..
ჩვენ ჩავაბარეთ მე-11 კლასის გამოცდები, ახლა კიდევ უნდა ჩავაბაროთ მე-12 კლასის და ამის შემდეგ ეროვნული გამოცდები. ჯამში 9 გამოცდის ჩაბარება გვიწევს სამი თვის შიგნით... ეს არის ძალიან სამარცხვინო, ვაბარებთ იმას, რაც უნდა ჩავაბაროთ შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე. თუ შეღავათის გაკეთება შეიძლება და მე არ მაინტერესებს არანაირი ციკლი, არასრულყოფილ გამოცდაზე არ დავჯდები. ეს არის ჩემი და ყველა მე-12 კლასელის შეურაცხყოფა... გაბრაზებული ვართ 11 კლასელებზეც, რომლებმაც ფეიკ ნიუსი გაავრცელეს თითქოს ჩვენ იმდენს ვიზამთ რომ მათაც აღუდგენენ გამოცდებს. ჩვენ ამისთვის არ ვიბრძვით".
მილენა ფუტკარაძე 14 საჯარო სკოლის მე-12 კლასი - "კატის, იგივე საატესტატო გამოცდები, რომელსაც ვაბარებთ და კიდევ უნდა ჩავაბაროთ სკოლებში, არის არასრულფასოვანი და არაა სავალდებულო ჩააბაროს მოსწავლეებმაო, ამას გვეუბნებიან სამინისტროში. თუ არასრულფასოვანია და არ უნდა ჩააბარონ ჩვენს შემდგომმა გამოშვებამ, ჩვენ რატომ უნდა ჩავაბაროთ იგი? მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ ვერ მოვექცევით ამ ცვლილებებში, რადგან 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამ შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ქალბატონი არაფერზე არ გვპასუხობს, იმეორებს ერთიდაიგივეს და არ გვეუბნება უნდა შევეგუოთ თუ არა ამ უსამართლობას".
"სულ ერთ პასუხის ვისმენდით მინისტრისგან, რომ მე-12 კლასელებმა იმიტომ უნდა ჩააბაროთ გამოცდა, რომ ძველი სისტემა დაასრულოთო. იმიტომ მოვუხსენით მე-11 კლასელებს, რომ ადვილად შეგუებულიყვნენ მე-12 კლასსო. გვითხრა, რომ ჩვენ ვართ გარდამავალი პროცესშიო. ზუსტად ეს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს, რომ რატომ ვართ გარდამავალ პერიოდში. გვეუბნებიან, რომ თქვენი გამოცდა არ არის კარგად დაგეგმილი, მაგრამ მაინც უნდა ჩააბაროთო, ვალდებულები ხართო. აქციას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე სასურველი შედეგს არ გამოიღებს ჩვენი პროტესტი. 3 საათზე ვიკრიბებით ერას მოედანზე და გავაგრძელებთ აქციას, სადაც შემოგვიერთდებიან ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მე-12 კლასელები".
მე-12 კლასელები საპროტესტო აქციის შემდეგ, აჭარის განათლების მინისტრს ინგა შამილიშვილს შეხვდნენ და მათი პოზიციები გააცნეს.
მინისტრი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ მათ პოზიციებსა და პროტესტს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნობდა.
ავტორი - ლოლა ტომასიანი (სტაჟიორი)