''ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, 29 იანვარს 23:00 საათიდან, 30 იანვრის 08:00 საათამდე, აბონენტტა ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი მაგისტრალურ მილსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანიის ცნობით, წყალი გაეთიშებათ: ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს;
''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდეს.
''აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.