ტაქსის მძღოლების მორიგი აქცია. „მაქსიმის“ მძღოლები კვლავ კომპანიის მიერ გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ. ისინი გასაპროტესტებლად რაგბის სტადიონთან შეიკრიბნენ. ტაქსი მაქსიმის სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით გამოძახება ერთჯერადად, 20 თეთრით გაძვირდა, თანხა სრულად კომპანიას დაერიცხება.
ტარიფი უცვლელია მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, თუმცა მძღოლებში ნაწილი ამბობს, რომ ისინი კომპანიის ონლაინ-ქსელით ვეღარ სარგებლობენ. დღეს კომპანია მაქსიმში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში ამბობენ, რომ ცვლილების მიზანი მომხმარებლის ონლაინ-აპლიკაციაზე გადაყვანაა.