საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი, მარტში, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე ჩამოვა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, აღნიშნულ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.
სწავლების დაგეგმარება, ისე აღსრულების პროცესი მთლიანად ქართული თავდაცვითი ძალების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა იქნება. ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობას 22 ქვეყანა მიიღებს. ლევან იზორიას განცხადებით, წელს ნატოსთან თანამშრომლობა იღებს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. ასევე იგეგმება, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში.