პოლიციამ აქციაზე გარემოვაჭრე დააკავა 

28 იანვარი 2019, 00:00 3832 ნახვა

გარემოვაჭრეებმა, რამდენიმე წუთის წინ,  ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ერთი ქალი დააკავეს, რომელიც პოლიციის ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. 

''დამაკავეს, სიმართლის გულისთვის დამაკავეს. ჩაშავებული ხელი რომ ვაჩვენე'' - უთხრა  მაუწყებლის ჟურნალისტს გარემოვაჭრემ. 

მოქალაქეები წერეთლის ქუჩაზე დახლების აღებას და გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი ორი საათის განმავლობაში, მერიის შენობასთან იმყოფებოდნენ და ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს. 

ადგილზე ათობით სამართალდამცველი რჩება, რომლებიც მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.  

ფოტო: ლევან ურიდია

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში