გარემოვაჭრეების აქციაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

28 იანვარი 2019, 00:00 2448 ნახვა

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას და ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მერიას პოლიცია იცავს. ისინი მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

აქციაზე მედიკოსების დახმარება ორ გარემოვაჭრეს დასჭირდა. ისინი შეუძლოდ გახდნენ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი ქალი კლინიკაში გადაიყვანა, მეორეს კი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. 

''გამოდი'', '' გამოდი'' - სკანდირებენ გარემოვაჭრეები. ისინი ამბობენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული სივრცე მათთვის მიუღებელია. 

წერეთლის ქუჩაზე დახლები, გუშინ გვიან ღამით დაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი