ბათუმში ''ნაციონალური მოძრაობის'' ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს. ტერიტორიაზე ახალი პერსონის ფეთჰულა გიულენის ფიტულიც გამოჩნდა, რომელსაც იგივე ბედი ეწია. იდეის ავტორი და აქციის ორგანიზატორი იყო პარტია „ჩვენი სამშობლო”. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ პარტიის 1 წევრის დაკავება მოჰყვა.