იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.