„წითელას ინფექციის გავრცელების დინამიკა მზარდია“-ამირან გამყრელიძე

26 იანვარი 2019, 00:00 1660 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულებს აფრთხილებს, რომ წითელას ვაქცინაზე არ აიცრან. ამირან გამყრელიძის  განმარტებით,  გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, წითელაზე აცრა ორსულებისთვის არ შეიძლება.  მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ერთ კვირაში წითელაზე ვაქცინა 22 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. 

როგორც ცენტრში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით იანვრის თვეში  წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ,  კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთშია.რაც შეეხება გრიპს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვაქცინის მარაგი არსებობს, ვირუსის მთავარი რისკ ჯუფები კი ორსულები არიან, რომელთათვისაც აცრაზე რეკომენდაცია გაცემულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი