ხულოს ორ საჯარო სკოლაში მოსწავლეები უცხო ენას დისტანციურად დაეუფლებიან. მსგავსი სწავლების საჭიროება მაღალმთიან მუნიციპალიტეტში უცხო ენის სპეციალისტების დეფიციტმა განაპირობა.
პროექტი საცდელია და მას მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი ქვეპროგრამის ,,ასწავლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. მეცადინეობას ცენტრის პედაგოგები ატარებენ.