იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები ღია კონკურსის წესით მოხვდებიან; ახალი წესითა და კრიტერიუმებით შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატურებზე ინდივიდუალურად იმსჯელებენ ყველა მსურველს მიეცემა თავისი თავის ნომინირებისა და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება;
ყველა კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმით განიხილება როგორც საპარლამენტო კომიტეტებში, ასევე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე; პარლამენტის ყველა წევრი კენჭისყრის დროს ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.