ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის საგზაო დეპარტამენტის წინააღმდეგ. პარტიის წარმომადგენელმა დღეს პროკურატურაში უწყების წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, უწყებამ წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, კერძოდ ისარგებლა ტექნიკით და ამავე დროს ლიცენზირების გარეშე რამდენიმე ობიექტზე მოიპოვა ინერტული მასალა.
ბრალდებებს უარყოფენ საგზაო დეპარტამენტში. უწყების იურისტის განმარტებით, ყველა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებისგან ითხოვდა, გადაგზავნილია.