საიუბილეო კონცერტი ქუთაისში

16 აპრილი 2016, 00:00 5154 ნახვა

95 წლის იუბილეს,   აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი საგასტროლო ტურნეთი აღნიშნავს. პირველი კონცერტი, ანსამბლის დამფუძნებლის,  მელიტონ კუხიანიძის  პატივსაცემად, ქუთაისში გაიმართა. საღამოს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეგიონის  ხელისუფლების  წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ. ანსამბლი საიუბილეო კონცერტებს ქუთაისის გარდა  ფოთში, ოზურგეთსა და ზუგდიდში გამართავს.  აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1921 წელს დაარსდა. 1961 წელს "საქართველოს დამსახურებული ანსამბლის" საპატიო წოდება მიენიჭა.  2016 წლიდან  აკადემიური ანსაბლის სტატუსს ატარებს.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი