''უსაფრთხო სკოლა'' პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტრო რეფორმებს იწყებს

25 იანვარი 2019, 00:00 1503 ნახვა

 „უსაფრთხო სკოლა“ პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტრო რეფორმებს იწყებს. სკოლებში  მანდატურის გაძლიერებული სამსახურის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება.  განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობას დაეთმობა.

უწყების ინფორმაციით, ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

რეფორმის ფარგლებში, 2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური. უსაფრთხო სკოლის პრეზენტაციაზე სამსახურის უფროსმა გასული წლის მონაცემებზე ისაუბრა, 2018 წლის ბოლო სამ თვეში დაპირისპირების   1570 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი