მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე - ეკა ბესელია

24 იანვარი 2019, 00:00 1191 ნახვა

დღეს ''ქართული ოცნებიდან'' არავინ გაურიცხავთ. პარტიის წევრების თქმით, ამ თემაზე საუბარი არც ყოფილა. ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველაფერზე რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, ამაზე ღიად ვერ ისაუბრებს. 

საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

''პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად აკეთებდა. რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა, გვეთქვა სათქმელი, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს. საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. იგივე პოზიცია მაქვს ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით, რასაც გიზიარებდით'' – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ პროფესიული ეთიკის ძალიან მაღალი სტანდარტი და არ იქნება დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი