''არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები და ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემუშავდა 4 ჩარჩო მიმართულება, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს არის სწორი რეფორმები და ცვლილებები განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ასევე სერვისებზე მორგებული სახელმწიფოს მოდელი, ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია.