ხვალ ქართული ოცნების სხდომა გაიმართება, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე ყველა წევრს შეეძლება დასწრება და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.
იგი არ აკონკრეტებს დადგება თუ არა დღის წესრიგში პარტიიდან, რომელიმე დეპუტატის მათ შორის ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გარიცხვის საკითხი. მისი თქმით ყველა ამ კითხვას პასუხი სხდომის შემდეგ გაეცემა.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლიც დაესწრება. მოსამართლეების თემის გარდა იმსჯელებენ, ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე.