ვხედავთ ჰუმანიტარულ კრიზისს და ვიმედოვნებთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება - როს უილსონი

22 იანვარი 2019, 00:00 1644 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე 11 იანვარს დროებით ჩაკეტა. მიზეზად კი საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის, გავრცელებაა დაასახელა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული კრიზისი უახლოეს პერიოდში მოგვარდება. 

''ამერიკა აღირებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზრვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფელბას. აქტიურად ვაკვირდებით მოვლენებს და ვხედავთ ჰუმანიტარულ კრიზისს, ვიმედოვნებთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება'' - თქვა როს უილსონმა ბათუმში. 

საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიუღებელია, ოკუპირებული ტერიტორიების საზღრის ჩაკეტვა. 

''მე მინდა ზოგადად გამოვხატო პროტესტი არსებული ბარიერების, ე.წ. ხელოვნური დაბრკოლებების არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს. ნებისმიერი ქმედება, მათ შორის მიმოსვლის შეზღუდვა, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა'' - ამბობს ლევან იზორია. 

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საზღვრის“ ორივე მიმართულებით გადაკვეთა ორი თვით შეიზღუდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში