ბათუმში ''ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს. ოპოზიციური პარტიის ოფისთან გამართულ აქციაზე ''ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მოძრაობა ''ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დააკავებულია ერთი პირი.