ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ დონალდ ქუქ-ის ეკიპაჟის წევრებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს.
მეორე დღეა ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. ვიზიტის მიზანი, შავ ზღვაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უაზრუნველყოფაა. გაიმართება ერთობლივი წვრთნები, ამხანაგური მატჩი გემის ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. ეკიპაჟის შემადგენლობაში 306 მეზღვაურია. ხომალდი ნავსადგურს 25 იანვარს დატოვებს.