29-ე წელი გავიდა აზერბაიჯანის ხალხის ისტორიაში 1990 წლის სისხლიანი იანვრის სახელით შესული 20 იანვრის მოვლენებიდან. 1990 წლის 19 იანვარს, გვიან ღამით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სსრკ-ს ხელმძღვანელობის ბრძანებულებით საბჭოთა არმიის დიდი კონტინგენტი შეიჭრა ბაქოში. დაიღუპა 137 ადამიანი, დაიჭრა 700, ასეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში.