ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი ბათუმში

22 იანვარი 2019, 00:00 1670 ნახვა

 ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ დონალდ ქუქ-ის ვიზიტის ფარგლებში გემის ეკიპაჟის წევრები და სანაპირო დაცვის  თანამშრომლები გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი გოგებაშვილის ქუჩაზე,ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე , ხე-მცენარეებს  დარგავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ოფიციალურ პირებთან.

გაიმართება ერთობლივი წვრთნები, ამხანაგური მატჩი და   ტური ხომალდზე.  ამერიკული სამხედრო ხომალდი დონალდ ქუქი  ბათუმის ნავსადგურს მეორედ სტუმრობს. შავ ზღვაში ყოფნისას  იგი  მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც  ამერიკის შეერთებული შტატების  ევროპული სარდობლისა და მეექვსე  ფლოტის  მიზნებს ემსახურება. ხომალდი ნავსადგურს  25 იანვარს დატოვებს. ეკიპაჟის შემადგენლობაში  306 მეზღვაურია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში